ლედ ტექნოლოგიები

თანამედროვე სარეკლამო გადაწყვეტები ბიზნესისთვის

 

ლედ ეკრანების გამოყენება დღითი დღე უფრო პოპულარული  ხდება და სრულად ცვლის ტენდეცნიებს სარეკლამო სფეროში.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ტრადიციული სარეკლამო ბანერებზე მოთხოვნა კლებულობს და მათ ჩამნაცვლებლად კომერციული დანიშნულების ლედ-ეკრანები გვევლიანებიან.

ეს მოვლენა განპირობებულია იმით, რომ სტატიკური გამოსახულება ფერების სიმკვეთრით და ეფექტურობით ვერ უწევს კონკურენციას დინამიურ და მოკაშკაშე დისპლეის, რომელიც ფლობს უდიდეს სარეკლამო პოტენციალს გამოსახულებოის მრავალფერობის თვალსაზრისით

რატომ ამჯობინებენ კომპანიები ლედმონიტორების გამოყენებას სარკლამო კუთხით?

∘ გამძლეობა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობა

∘ ოპერირების დრო: 24/7

∘ მარტივი ინსტალაცია

∘ ენერგოეფექტურობა

∘ კონტენტის ცვლილების სიმარტივე

∘ მკვეთრი ფერები და მაღალი გარჩევადობა

∘ დინამიური გამოსახულება

∘ ეკრანების მართვის ცენტრალიზება დისტანციურ რეჟიმში WiFi-ს დახმარებით

ლედ ეკრანები შიდა სივრცისთვის

 

ამ კატეგორიაში მოიზარება  ეკრანი, რომელიც გათვლილია დახურულ სივრცეში განსათავსებლად, რომელიც შიდა  სივრციდან იქნება აღქმული და არ მოუწევს მზის სხივებთან პირდაპირი ან ირიბი შეხება.

მსგავსი ეკრანები არ საჭიროებენ წყლისგან ან გარემო პირობებისგან განსაკუთრებულ დაცვას და სიკაშკაშით 600-1000 nits სიდიდით ხასიათდებიან, სხვა  ძირითად განმასხვავებელ ნიშნად შეგვიძლია პიქსელის ბიჯი მივიჩნიოთ, რომელიც ეკრანის განთავსების ადგილის შესაბამისად შეირჩევა (PP 0.5-3.9)

ლედ ეკრანები გარე სივრცისთვის

 

ეკრანი, რომელიც განკუთვნილია გარე სივრცეში გამოსაყენებლად,

საჭიროებს IP65/IP67 დაცვის სტანდარტს. ეს გულისხმობს მის მედეგობას წყლის ძლიერი ჭავლისა და სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედების მიმართ.

მზის სხივებთან პირდაპირი კონტაქტის გამო, მსგავსი ტიპის ეკრანებს ესაჭიროებათ მაღალი სიკაშკაშის დისპლეი (PP 3.9-10 / 4500-10000 nits).

წარმოებისა და მონტაჟის კომპლექსურობიდან გამომდინარე, აღნიშნული მოდელები შედარებით მაღალ საფასო კატეგორიაში პოზიციონირდებიან.

ნახევრად გარე სივრცის ეკრანები

 

ნახევრად გარე სივრცის ეკრანი (Semi-outdoor) გამოიყენება შიდა სივრცეში - მაღაზიის ვიტრაჟში განსათავსებლად.

ასეთ დროს გამოსახულება აღქმულია გარედან, რის გამოც ეკრანს უწევს გამკვლავება მზის სხივებთან, მათთან არაპირდაპირი შეხების დროს.

მსგავსი ტიპის ეკრანები საჭიროებენ სულ მცირე IP56 დაცვის სტანდარტს მტვრისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ. მათ კომპლექტაციაშია პანელი 3500-5500 nits სიკაშკაშით, რომელიც აღჭურვილია სხივების არეკვლის საწინააღმდეგო ფუნქციონალით.

ლედ ბილბორდი

 

კატეგორია მოიაზრებს გარე სივრცის ეკრანს, რომელიც სპეციალურად მოწყობილ შემაღლებულ კონსტრუქციაზე მონტაჟდება, მაღალი საავტომობილო ან საფეხმავლო ტრაფიკის ადგილებში. ლედ ეკრანის კაბინეტები, რომლებიც ბილბორდზე ეწყობა, განეკუთვნება გარე მოხმარების ეკრანების კატეგორიას (IP65/67/4500-10000/PP 3.9-10).

3D ლედ-ეკრანი

 

განსხვავებით სტანდარტული ტიპის ეკრანისგან, 3D ეკრანი გამოირჩევა გამოსახულების განსხვავებული აღწარმოებით,

რაც გულისხმობს ვიზუალურ - თვალისთვის აღქმად სიღრმეს ეკრანის ზედაპირზე და ქმნის ილუზიას, რომ გამოსახულება რამდენიმე განზომილებაშია გადანაწილებული.

მსგავსი ეკრანის განთავსება მიზანშეწონილია მაღალი სააავტომობილო ტრაფიკის ადგილებში, რათა მეტმა მნახველმა იხილოს და მიიღოს ის დაუვიწყარი გამოცდილება რასაც 3D ეკრანი სთავაზობს მნახველს

გამჭვრივალე ტიპის ეკრანები

 

გამჭვირვალე ეკრანების კატეგორია ნახევრად გარე სივრცის ქვეკატეგორიად მოიაზრება და ძირითადად მათი განთავსება ვიტრაჟებში ხდება გამოსახულების გარედან აღსაქმელად.

მსგავსი ტიპის ეკრანები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოდისა და საიუველირო ნაკეთობების მაღაზია-სალონებში, რომლებსაც სურთ, ინტერიერი გარე სივრციდანაც ჩანდეს და ვიტრაჟის ადგილას ჰაერში მოძრავი გამოსახულების ეფექტი მიიღონ.

მსგავს ეკრანებს სიკაშკაშის ფართო დიაპაზონი აქვთ და მათი განთავსება ნებისმიერ სივრცეშია შესაძლებელი.

ლედ ფირი

 

ფირი, რომელიც შუშაზე ეკრობა, შიდა სივრცეზეა გათვლილი. სტანდარტული გამჭვირვალე ტიპის ეკრანისგან განსხვავებით, იგი შედარებით დაბალი სიკაშკაშით ხასიათდება. მისი განთავსების ადგილად დახურული შენობა მოიაზრება, გამოსახულება კი ამავე სივრციდან აღიქმება.

მსგავსი ფირები იდეალურად ერგება მაღაზიის ვიტრინებს, სავაჭრო მოლებსა თუ მსგავსი ტიპის გარემოში და ჰაერში მოძრავი გამჭვირვალე გამოსახულების ეფექტს იძლევა.

არასტანდარტული ფორმის ეკრანები

 

ლედ ეკრანების უპირატესობისა და პოპულარულობის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა სარეკლამო პროდუქტთან შედარებით, მისი მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობაა. არასტანდარტული ფორმის ეკრანები გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც სტანდარტული ფორმა ნაკლებეფექტურია.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, შესაძლებელია შენობის ოთხკუთხა ან მრგვალი სვეტების შეფუთვა ლედ ეკრანით და მათზე ერთგვაროვანი გამოსახულების გამოტანა. მსგავსი ინსტალაცია შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ტიპის არაერთგვაროვან ზედაპირზე, სილიკონის დრეკადი მოდულების ან სპეციფიკური კაბინეტების გამოყენებით.

ლედ აბრა

 

გავრცელებული ლაითბოქსის დინამიური ალტერნატივა — ორმხრივი, ცალმხრივი,  კუბის ან სფეროს ფორმის  დისპლეით. იგი გათვლილია როგორც შიდა ისე გარე სივცეში განსათავსებლად.

ლედ მონიტორები

 

ინდუსტრიული, სტანდარტული დიაგონალის მქონე შიდა და ნახევრად გარე სივრცის ლედ მონიტორები გამოირჩევა მობილურობითა და ინსტალაციის სიმარტივით. ისინი განსაკუთრებით მოთხოვნადია სავაჭრო მოლებში განსათავსებლად იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა შედარებით მცირე ზომის დისპლეი და შესაძლებელია სტანდარტული სერიის მონიტორის გამოყენება.

ციფრული ფასმაჩვენებლები და ნავიგატორი დახლისთვის

 

ბოლო დროის  ციფრული ალტერნატივა  სავაჭრო თაროზე განსათვსებლად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში

დაგვიკავშირდით